მიტროპოლიტმა გერასიმემ დრამატულ სტუდია „შთამომავლებს“ უმასპინძლა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა სტუდიის წევრები დალოცა და საქართველოსა და ზუგდიდის სახელის ღირსეულად წარმოჩენა უსურვა.
დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დრამატულ სტუდია „შთამომავლების“ წევრებს უმასპინძლა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა გერასიმემ სტუდიის ხელმძღვანელ ნონა ტოტოჩავასთან და ახალგაზრდა მსახიობებთან შეხვედრისას მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და დალოცა.
შეხვედრისას მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობა და კულტურულ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მან სტუდიის წევრებს წარმატება უსურვა დაგეგმილ გასტროლებზე და საქართველოსა და ზუგდიდის სახელის ღირსეულად წარმოჩენა, ასევე გამარჯვებით დაბრუნება.
მიტროპოლიტმა გერასიმემ ახალგაზრდა მსახიობებს ღვთის შეწევნა და კეთილი მგზავრობა უსურვა და თითოეულ მათგანს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დრამატული სტუდია „შთამომავლები“ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოქმედებს და მათ ხელმძღვანელობას ნონა ტოტოჩავა უწევს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა.
