საქართველოდან ამერიკაში სიწმინდეებს ჩააბრძანებენ
9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატსა და წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატს ჩააბრძანებს.
9 ოქტომბერს, პარასკევს, დილის 10:55 საათზე, ნიუ-იორკის ჯონ ფ. კენედის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასა და საქართველოდან ჩაბრძანებულ სიწმინდეებს დახვდებიან.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატს და წმინდა ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატს ჩააბრძანებს. წმინდა გაბრიელის ხატში ჩაბრძანებულია ღირსი მამის წმინდა ნაწილი.
სიწმინდეებისა და საპატრიარქოს დელეგაციის დახვედრა ჯონ ფ. კენედის საერთაშორისო აეროპორტის (JFK) პირველ ტერმინალში გაიმართება.
ეპარქია სამღვდელოებასა და მრევლს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ დახვედრაში და ერთობლივი ლოცვით შეეგებონ საქართველოდან ამერიკის მიწაზე ჩაბრძანებულ სიწმინდეებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,
2 ნოემბერი ღირსი მამა, აღმსარებელი და სალოსი, მამა გაბრიელის ხსენების დღეა.
