ქარელის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში საკვირაო სკოლა გაიხსნება

2824
08 სექტემბერი 10:38
45
 საკვირაო სკოლა. ფოტო: ეპარქიის გვერდი საკვირაო სკოლა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

რუის-ურბნისის ეპარქიაში ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა განხორციელდება.

რუის-ურბნისის ეპარქიაში, ქარელის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში, საკვირაო სკოლა 14 სექტემბერს ფუნქციონირებას დაიწყებს.

საკვირაო სკოლის გახსნა ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევითა და ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ვიტალის (ღვინიაშვილი) ძალისხმევით განხორციელდა.

სკოლაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ ხატწერას, მედავითნეობას, ფანდურზე დაკვრას, ქართულ ცეკვასა და საეკლესიო გალობას. ასევე დაგეგმილია ბიბლიისა და კატეხიზმოს შესწავლა და ბავშვებისთვის საკვირაო სკოლის მიმართულების ამოქმედება.

ქართული ცეკვის წრეზე სწავლა შეჭირვებული ოჯახების წარმომადგენლებისთვის უფასო იქნება. აღნიშნული შესაძლებლობა ანსამბლ „ყინწვისის“ ხელმძღვანელის კეთილი ნებით განხორციელდება.

საკვირაო სკოლაში სამომავლოდ სხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი წრეების დამატებაც იგეგმება.

სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 10 სექტემბრამდე შეეძლებათ.

მისამართი:ქარელი, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარი
საკონტაქტო ტელეფონი: 599 525 626 — დეკანოზი ვიტალი

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ურბნისის დედათა მონასტერში საღვთო მსახურება აღევლინება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ