გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და გიმნაზიის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები დალოცა.
14 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სკოლა-გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყებამდე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, სამღვდელოებასთან ერთად, სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აღავლინა ლოცვა.
მეუფე ანდრიამ პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა, გიმნაზიის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს დალოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და მშვიდობიანი სასწავლო წელი უსურვა.
სასწავლო წლის დაწყება გიმნაზიაში მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, სამთავისის საკათედრო ტაძარში წმინდა აღმსარებელთა ხსენების დღე აღინიშნა.