ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.
2 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბატონი იოანე და ქალბატონი ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელები, ლიხტენშტეინის პრინცესა მარია-იმაკულატა, ბატონი ზურაბ ძიძიგური და ქალბატონი ლალი ვაშაკიძე.
შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და მათ საჩუქრად გადასცა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა.
