თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში პროფესორ ნინო მინდიაშვილთან შეხვედრა გაიმართება

2824
16 მარტი 19:08
15
თბილისის სასულიერო აკადემია.ფოტო: ღია წყარო თბილისის სასულიერო აკადემია.ფოტო: ღია წყარო

მოხსენების თემა საკვალიფიკაციო ნაშრომის სტრუქტურასა და მის ძირითად მახასიათებლებს შეეხება.

2026 წლის 18 მარტს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართება შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსთან, ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ ნინო მინდიაშვილთან.

შეხვედრის ფარგლებში პროფესორი ნინო მინდიაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე — „საკვალიფიკაციო ნაშრომის სტრუქტურა და ძირითადი მახასიათებლები“.

მოხსენება შეეხება საკვალიფიკაციო ნაშრომის მომზადების პროცესს, მის სტრუქტურულ თავისებურებებსა და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია აკადემიური ნაშრომის სწორად შედგენისათვის.

შეხვედრა გაიმართება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და განკუთვნილია სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული მსმენელებისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის შეხვედრა გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ