კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი, რომელიც გუშინ, ხუთშაბათს, 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა, წლის მესამე რეგულარულ სხდომაზე, მისი უწმინდესობის, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგის თავმჯდომარეობით, მოუწოდებს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მთავრობას და წარმომადგენელთა პალატას, აღიდგინონ თავიანთი პასუხისმგებლობა და შეაჩერონ სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოება. ინფორმაციას ავრცელებს orthodoxianewsagency.
უფრო დეტალურად, წმინდა სინოდმა შეისწავლა სტავროვუნის წმინდა მონასტრის ბერებისა და ამ ტერიტორიის მაცხოვრებლების სახელით გაგზავნილი საპროტესტო წერილი ამ ტერიტორიაზე კარიერის დაგეგმილ გაფართოებასთან დაკავშირებით. კვიპროსის ეკლესია, იზიარებს სტავროვუნის წმინდა მონასტრის და თემების გონივრულ შეშფოთებას და მოითხოვს გაფართოების შეჩერებას, რათა დაცული იყოს ხალხის ჯანმრთელობა, ასევე სტავროვუნის წმინდა მონასტრის შენობების სტაბილურობა და ამ ტერიტორიის კლდეები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ტიქიკოსი პაფოსის ეპარქიის შენობიდან გამოასახლეს.