ადლიის სამხედრო ბაზაზე წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი იკურთხა

2824
21:30
7
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამხედრო ბაზაზე ახლადმოწყობილი ტაძარი აკურთხა.

2026 წლის 17 სექტემბერს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ადლიის სამხედრო ბაზაზე წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი აკურთხა.

ტაძრის კურთხევის მსახურებას სასულიერო პირები და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

ტაძარი წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობისაა და სამხედრო მოსამსახურეთათვის სულიერი ცხოვრების, ლოცვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობას შექმნის.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფე დიმიტრიმ შეკრებილთ მიმართა, დალოცა სამხედრო მოსამსახურეები და ტაძრის მრევლს მშვიდობა, ერთობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.

წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის კურთხევა ადლიის სამხედრო ბაზაზე საეკლესიო ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პლატონ გიგინეიშვილი - ამბავი საოცარ ექიმზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ