მიტროპოლიტი ანდრია - ,,შენს სინდისშია რასაც ვერ გადალახავ და ვერ უღალატებ''
მიტროპოლიტმა ანდრიამ მრევლს ქადაგების შემდეგ მიმართა და საკუთარი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეს ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
ამონარიდი ქადაგებიდან:
„როდესაც უკვე მოვიდა ჟამი ბოლშევიზმის, ღვთისმბრძოლობისა და უღმერთოების, ამ ადამიანებმა ის, რაც ცხოვრების მანძილზე აკეთეს, იმას ვერ უღალატეს. ან როგორ უნდა ეღალატათ? როგორ უნდა ეღალატათ სიწმინდეებისათვის? როგორ უნდა ეღალატათ მამის და დედის ხსოვნისთვის, როგორ უნდა ეღალატათ ერთმანეთისთვის და მათი საყვარელი ადამიანებისთვის? როგორ უნდა ეღალატათ საქართველოს ეკლესიისათვის და მისი სამწყსოსთვის? ეს მათთვის შეუძლებელი იყო.
მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ადამიანს გაჰკრას აზრმა სულმოკლეობისა, შიშისა, მაგრამ არის ყველაზე მთავარი შენს სულში, რასაც ვერ გადალახავ. შენს სინდისშია ეს, აი, რასაც ვერ გადალახავ და ვერ უღალატებ ვერც რწმენას, ვერც შენს მამულს და შენს ერს. და ამიტომაც საქართველოს ეკლესიამ მათი წმინდათა დასში ყოფნა ისურვა, როგორც მაგალითი რწმენის, ერისა და ქვეყნის სიყვარულის, ნამდვილი პატრიოტიზმისა“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, სოფელ ფლავში საზღვრისპირა სოფლების დალოცვის ფარგლებში პარაკლისი აღესრულა.