მიტროპოლიტი გრიგოლი წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლას ეწვია

2824
10:58
11
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ფოთის წმ. ნიკოლოზის ზ/ს საშუალო სკოლაში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მეუფე გრიგოლმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, პირველკლასელები კი ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას დალოცა.

15 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საშუალო სკოლა მოინახულა.

მეუფე გრიგოლმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ ნაყოფიერი, წარმატებული და მშვიდობიანი სასწავლო წელი უსურვა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ასევე დალოცა პირველი კლასის მოსწავლეები და მათ ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები დაულოცა.

სასწავლო წლის დაწყების დღეს სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ახალი სასწავლო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებული შეხვედრები გაიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, სოფელ პირველ მაისში მდებარე ისტორიული ტაძრის, „აია სოფიას“ აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ