ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის შეხვედრა გაიმართა
ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
12 მარტს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელშეწყობით, გაიმართა მორიგი შეხვედრა „მუზეუმში“, რომელშიც სამი საკვირაო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში ჩართული იყვნენ: ოფშკვითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკვირაო სკოლა, ქუთაისის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის სამრევლო სკოლა და გეგუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებული წმინდა თამარ მეფის სახელობის საკვირაო სკოლა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მოეწყო შემეცნებითი ექსკურსია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისტორიულ ექსპონატებსა და საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობას.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დავითიანნში 12 მარტს დეკანოზ შალვა ჯაჯანიძესთან გაიმართება დიალოგი.