ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა გრძელდება
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მიმდინარე პროექტი სამონასტრო, საგანმანათლებლო, კულტურულ და საზოგადოებრივ სივრცეებს ერთ კომპლექსში გააერთიანებს.
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა გრძელდება.
პროექტის განხორციელება 2017 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. ახალი ბანას კომპლექსი ტაო-კლარჯეთში მდებარე ისტორიული ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიის შექმნას ისახავს მიზნად.
სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი მრავალფუნქციურ სივრცედ არის დაგეგმილი და მასში სამონასტრო, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, კულტურული და საზოგადოებრივი მიმართულებები გაერთიანდება.
პროექტის ავტორია სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი.
ახალი ბანას მშენებლობა მნიშვნელოვანი ეტაპია იმ მიზნის განხორციელების გზაზე, რომელიც მომავალი თაობებისთვის განათლების, კულტურისა და სულიერი განვითარების ერთიანი სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, „სურამისა ციხეო, სურვილითა გნახეო, ჩემი ზურაბ მანდ არის, კარგად შემინახეო.“