საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2824
10:18
9
 დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. ფოტო: ერთსულოვნება დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. ფოტო: ერთსულოვნება

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

საქართველოს საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას ის საჯარო სკოლების დირექტორები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან პროექტის განხორციელებაში ჩაერთვებიან.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისთვის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მათ ღირებულებითი განათლების პროექტის მიზნებს, მნიშვნელობასა და სკოლებში მისი განხორციელების ძირითად მიმართულებებს გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ღირებულებითი განათლების პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ღირებულებითი განათლების კლუბები მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

ღირებულებითი განათლების პროექტი მიმდინარეობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის უშუალო ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. მან ღირებულებითი განათლების პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სკოლის დირექტორებსა და ღირებულებითი განათლების კლუბების ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმა. მან ღირებულებითი განათლების პროექტის მნიშვნელობასა და მოსწავლეებისთვის მის როლზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების ამოქმედებას მოსწავლეების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროგრამაში ახალი მონაწილეების ინფორმირება, გამოცდილების გაზიარება და სკოლებსა და პროექტის ფარგლებში ჩართულ სასულიერო პირებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ