21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავში, 27 სექტემბერს, 14:00 საათზე, I მუსიკალურ სკოლაში, რომელიც მერიის უკან მდებარეობს, ლექცია გაიმართება.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგებიან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან მამასახლისი და ისტორიის დოქტორი მაკა ჩხაიძე.
ქეთევან მამასახლისი ისაუბრებს თემაზე — „ქართული ჰაგიოგრაფია“, ხოლო მაკა ჩხაიძე — თემაზე „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, გორის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.