იაპონელი ქართველოლოგი ჰიროტაკე მაედა ალავერდის მონასტერს ეწვია
აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან შეხვედრა ქართულ ხელნაწერებს, კალიგრაფიასა და ქართულ კულტურას მიეძღვნა.
ალავერდის მონასტერს იაპონელი ქართველოლოგი, პროფესორი ჰიროტაკე მაედა ეწვია, სადაც იგი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ქართულ ხელნაწერებზე, ქართული კალიგრაფიის ტრადიციასა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მდიდარ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელნაწერების საშუალებით შემოგვრჩა.
ჰიროტაკე მაედა მრავალი წელია იკვლევს ქართულ ისტორიასა და კულტურას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართველოლოგიის განვითარებაში იაპონიაში. ალავერდის მონასტერში გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ შეეხო ქართულ-იაპონური სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსთავში დავითიანნის ლიდერებისა და მოხალისეებისთვის სამდღიანი სასწავლო შეხვედრა გაიმართა.