რუსთავში დავითიანნის ლიდერებისა და მოხალისეებისთვის სამდღიანი სასწავლო შეხვედრა გაიმართა

2824
08 მარტი 15:05
13
3-დღიანი სასწავლო გასვლითი ღონისძიების მონაწილეები. ფოტო: დავითიანნი 3-დღიანი სასწავლო გასვლითი ღონისძიების მონაწილეები. ფოტო: დავითიანნი

მონაწილეებმა პროექტის წერისა და მართვის ძირითადი პრინციპები შეისწავლეს.

რუსთავში გაიმართა დავითიანნის ლიდერებისა და მოხალისეებისთვის განკუთვნილი სამდღიანი სასწავლო გასვლითი ღონისძიება, რომელიც პროექტის წერასა და მართვას მიეძღვნა.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებს გაეღრმავებინათ ცოდნა ტრენინგის დაგეგმვისა და შექმნის ტექნიკების შესახებ, ასევე გაცნობოდნენ მისი ეფექტურად განხორციელების გზებსა და პროექტის მართვისა და მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის შექმნისა და განხორციელების მნიშვნელოვანი ეტაპები. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა პრობლემის სწორად განსაზღვრა და კვლევა, მიზნების ჩამოყალიბება, ასევე პროექტის ფარგლებში ამოცანებისა და აქტივობების დაგეგმვა.

ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ცოდნა მონაწილეებს დაეხმარება ეფექტური პროექტების შექმნასა და მათი წარმატებით განხორციელებაში.

პროექტის მხარდამჭერია სოციალური საწარმო „კოდალა“, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი გარემოს შექმნაზე იზრუნა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხის დამუშავების ვორქშოპებიც, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად გაცნობოდნენ ხელობის ამ მიმართულებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პენიტენციურ დაწესებულებებში თებერვალში სულიერი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ