გელათის სასულიერო აკადემიის სტუდენტები უნიკალურ გამოფენას ესტუმრნენ
ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებმა „ქუთაისური ფოლიანტების“ იშვიათი ექსპონატები დაათვალიერეს.
2025 წლის 3 დეკემბერს, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები იმყოფებოდნენ. ვიზიტი ქუთაისის I საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
სტუდენტებმა დაათვალიერეს დროებითი გამოფენა „ქუთაისური ფოლიანტები“, სადაც წარმოდგენილია ძველი ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერები, ძველნაბეჭდი წიგნები და იშვიათი გამოცემები. ექსპონატების ქრონოლოგიური დიაპაზონი X-XIX საუკუნეებს მოიცავს და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ფურცელს წარმოაჩენს.
ვიზიტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ ქართული წიგნიერების მრავალსაუკუნოვან ისტორიას და ისტორიულ მასალებთან შეხებით გააღრმავონ აკადემიური ცოდნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, მიტროპოლიტ არსენის საქმეზე პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება.