დავით სონღულაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდა
იერუსალიმში შეხვედრაზე ისტორიულ კავშირებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
2025 წლის 2 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.
დავით სონღულაშვილმა პატრიარქ თეოფილე III-ს აღსაყდრების 20 წლისთავი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და კეთილი ნებისათვის.
იერუსალიმის პატრიარქმა დელეგაციის წევრებს საპატრიარქოს სიწმინდეები დაათვალიერებინა. მინისტრმა სტუმრობის ფარგლებში სამახსოვრო ჩანაწერიც დატოვა.
შეხვედრის შემდეგ პატრიარქმა თეოფილე III დალოცა სტუმრები და ქართულ დელეგაციას წარმატებები უსურვა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ქადაგებით მიმართა მრევლს.