ეპარქიებში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება

2824
20 ნოემბერი 2025 15:19
39
სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგები. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგები. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

მორიგი ტრენინგი 18 და 19 ნოემბერს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ჩატარდა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება ,,ღირებულებითი განათლებისა" და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების" შესახებ.

შეხვედრა გახსნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, თანაწამყვანები იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი და ამავე ცენტრის არაფორმალური განათლების მხარდამჭერი პროგრამის კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე. ტრენინგი ჩაატარა აგრეთვე ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ,,ღირებულებითი განათლების" ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.
სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებს; ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა მოზარდების ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ხელშეწყობისა და ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო პროცესში.


ტრენინგი მიმდინარეობდა ინტენსიურ რეჟიმში — ინტერაქციული მეთოდებით, დისკუსიებითა და პრაქტიკული დავალებებით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას.
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საბაზო საფეხურის შესაბამისი სერტიფიკატები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კაპელანების გადამზადების პროცესი გრძელდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ