კაპელანების გადამზადების პროცესი გრძელდება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღმოსავლეთ სარდლობის კაპელანთა კორპუსის წარმომადგენლებისთვის ფსიქოლოგიური ტრენინგი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის კაპელანების გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი შეხვედრა დღეს, 2025 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტუდიაში შედგა.
ღონისძიების ფარგლებში აღმოსავლეთ სარდლობის კაპელანთა კორპუსის წარმომადგენლებისთვის ლექცია გაიმართა, რომელსაც პროფესიონალი ფსიქოლოგები უძღვებოდნენ. სამხედრო მოძღვრებმა მოისმინეს ლექცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ტრამვა, სტრესი, თვითზრუნვა, ემპათია, დანაშაულის განცდა, სწორი მოსმენა და მხარდაჭერა.
კაპელანების გადამზადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერება და მათი პროფესიული უნარების განვითარება.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროში სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც კაპელანების გადამზადების პროცესს კოორდინაციას უწევს. მსგავსი შეხვედრები პერიოდულად ტარდება და მიზნად ისახავს სამხედრო სამწყსოში მსახურობად ჩართული კაპელანების ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა იოანემ სამხედრო ნაწილში სამშვიდობო პარაკლისი აღასრულა.