საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება

2824
28 ოქტომბერი 2025 17:02
23
საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს: მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“ (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს „მთავრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ისე ცოტანი ვართ".

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ