არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს „მთავრობას უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ისე ცოტანი ვართ"

2824
16 ოქტომბერი 2025 12:01
40
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ფოტო: ტელეკომპანია იმედი არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ფოტო: ტელეკომპანია იმედი

სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში ხელისუფლებისადმი კრიტიკული მიმართვა გაავრცელა და მოქალაქეებს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში ხელისუფლებისადმი მიმართვას ავრცელებს, სადაც ის სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„როცა მთავრობა გვეუბნება, ცოტანი ხართ და გზას ნუ გადაკეტავთო, მაშინ ყველა ჩვენგანი ვალდებულნი ვართ ვაჩვენოთ, კანონებით და ყოველ მხრივ მოძალადე მთავრობას, რომ არც ისე ცოტანი ვართ. დღესვე რუსთაველზე. ბოლომდე,“ — წერს არქიმანდრიტი.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელებში როგორც საზოგადოებრივ, ისე ეკლესიის ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებზე. მისი განცხადებები ხშირად იწვევს ფართო გამოხმაურებას როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სასულიერო წრეებში.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში თბილისში არაერთი საპროტესტო შეკრება იმართება, სადაც მოქალაქეები ხელისუფლების მოქმედებებს აკრიტიკებენ და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბოლნისის წმ. გიორგის ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ კონსტანტინე კობახიძეს ანგელოზის დღეს ულოცავენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ