ხარაგაულის გიმნაზიაში ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა

2824
23 ოქტომბერი 2025 21:07
34
ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნა. ფოტო: ეპარქიის გვერდი ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, სკოლა-გიმნაზიამ ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა.

2025 წლის 18 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ახალი ბიბლიოთეკის გახსნა მიზნად ისახავს მოსწავლეებში განათლებისადმი სიყვარულის გაღრმავებას და ეროვნული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციას. ბიბლიოთეკას სახელი მიენიჭა გამოჩენილი ქართველი ასტრონომის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის პატივსაცემად, რომლის ღვაწლმა დიდი გავლენა იქონია ქვეყნის სამეცნიერო ცხოვრებაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, სასწავლებლის პედაგოგები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები. ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონია მადლობითა და სიხარულით აღინიშნა, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სკოლა-გიმნაზიის განათლებასა და სულიერ განვითარებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმ. ანდრიას უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებმა შეხვედრა გამართეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ