ღვთისმშობლის შობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა

2824
21 სექტემბერი 2025 15:17
107
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ფოტო: მჟკ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში. ფოტო: მჟკ

სადღესაწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეიმურაზ შალვაშვილმა.

დღეს, 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სადღესასწაულო წირვა- ლოცვა აღავლინა დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეიმურაზ შალვაშვილმა.

წირვას ესწრებოდა ტაძრის მრევლი, სასულიერო პირები და მგალობელთა გუნდი. ასევე აღევლინა სპეციალური პარაკლისი. წირვის დასრულების შემდეგ მამა თეიმურაზმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დალოცა. მრევლს საშუალება ჰქონდა მთხვეოდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს.

შეგახსენებთ, შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (ეკლესიის განახლება დაიწყო 1872 წელს ხოლო გუმბათი 1889 წელს დაადგეს). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია. ეკლესია აკურთხეს 1884 წლის 23 სექტემბერს. მისი პირველი მღვდელი იყო კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი.

ლეგენდა ხატის შესახებ

ღვთისმშობლის შობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა фото 1

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.“

მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამას და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა-ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს „გიხაროდენ“ უგალობა და მხურვალედ შეევედრა: „ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე, და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!“

მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყვსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან.

ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელმაც XIX საუკუნემდე მოაღწია (პლ. იოსელიანი). ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ერთობლივი ლოცვა უნდა წარმოვთქვათ ღმრთისმშობლის მიმართ - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ