ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში შეხვედრა თემაზე „ხედვა და პერსპექტივა“ გაიმართა
დეკანოზმა იოანე აკობიამ „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მონაწილეებთან სახარებისეული იგავი განიხილა.
26 ოქტომბერს ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბში დეკანოზმა იოანე აკობიამ შეხვედრა გამართა თემაზე „ხედვა და პერსპექტივა“.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მნიშვნელოვანი საკითხების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვასა და გაანალიზებაზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახარებისეულ იგავს „მეთერთმეტე ჟამის მუშაკები“, რომლის განხილვამ ახალგაზრდებში ცოცხალი დისკუსია გამოიწვია.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ღირებულებების გააზრებასა და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებზე დაფიქრებას.
პროექტი „ღირებულებითი განათლება“ ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო.
