„ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეები გამწვანების პროგრამაში ჩაერთნენ
ინიციატივის „გაამწვანე შენი ქალაქი“ ფარგლებში, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს.
ბათუმის წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შიო პაიჭაძემ და №2 საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეებმა ღონისძიება „გაამწვანე შენი ქალაქი“ ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ტაძრის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს და გარემოზე ზრუნვაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. აქტივობამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, პრაქტიკული საქმიანობით ჩართულიყვნენ ქალაქის გამწვანებაში.
მოსწავლეებმა ასევე მოამზადეს პრეზენტაცია, რომელშიც ქალაქისთვის ურბანული საკითხების მნიშვნელობა წარმოაჩინეს. ღონისძიებამ გარემოზე ზრუნვის პრაქტიკული გამოცდილება საგანმანათლებლო საქმიანობას დაუკავშირა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „ღირებულებითი განათლება“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
პროექტი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმის სასულიერო სემინარიაში მედავითნეობის შემსწავლელი კურსი გაიხსნება.
