თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტები ნეკრესში ლექცია-სემინარს დაესწრნენ
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ძეგლის ისტორიას, არქიტექტურასა და კედლის მხატვრობას ადგილზე გაეცნენ.
22 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ნეკრესში გასვლით ლექცია-სემინარზე იმყოფებოდნენ.
სტუდენტებს ახლდნენ ფაკულტეტის დეკანი, ღვთისმეტყველების დოქტორი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირაკლი თეზელაშვილი და ფაკულტეტის პედაგოგები — რუსუდან ვაშალომიძე, ნელი ჩაკვეტაძე და გიორგი ესართია.
ლექცია-სემინარის ფარგლებში პედაგოგებმა სტუდენტებს ადგილზე გააცნეს ძეგლის ისტორია, არქიტექტურული თავისებურებები და კედლის მხატვრობა.
ძეგლის გაცნობის შემდეგ მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ ტაძარში სავედრებელი პარაკლისი და პანაშვიდი აღასრულა. ღვთისმსახურებაზე გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო სემინარიაში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები დაიცვეს.
