გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების საქმიანობა გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში სასულიერო პირები საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და მათთან ღირებულებით საკითხებზე ისაუბრეს.
2026 წლის 16 ოქტომბერს დეკანოზმა გიორგი ქუმსიაშვილმა სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაში შეხვედრა ჩაატარა თემაზე „ხედვა და პერსპექტივა“.
20 ოქტომბერს კი სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დეკანოზი ლევან ჯოხაძე შეხვდა. შეხვედრა თემას „ღირებულებები“ დაეთმო. საკითხის განხილვა გუნდური მუშაობის პროცესში წარიმართა, რაც მოსწავლეთა ერთობლივ ჩართულობას ითვალისწინებდა.
ამ დროისთვის „ღირებულებითი განათლების“ კლუბები გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის ცხრა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის 10 სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ფუნქციონირებს.
