საპატრიარქომ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის 30 წლისთავი მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში მღვდელმთავარს ღვთის შემწეობა, ჯანმრთელობა და ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს.
საქართველოს საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მღვდელმთავრად კურთხევიდან 30 წლისთავი მიულოცა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში მიტროპოლიტ თეოდორეს მიმართ კეთილი სურვილებია გამოთქმული:
„ვუსურვებთ ღვთის შემწეობას, ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“, — აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მილოცვაში.
ადრე მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს მისალოცი სიტყვა.
0
0
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია
ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
საქართველოს საპატრიარქო
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
