სენ-ბრიოში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში, საღვთო ლიტურგია აღევლინა
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საკვირაო ღვთისმსახურებას დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი უძღვებოდა.
25 ოქტომბერს, კვირას, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ქალაქ სენ-ბრიოში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში, საღვთო ლიტურგია აღევლინა.
წირვას სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი უძღვებოდა.
ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მრევლმა. საღვთო ლიტურგია ერთობლივი ლოცვისა და სულიერი ერთობის გარემოში აღევლინა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
