აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა

დღეს 10:22
26
საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში. ფოტო: ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.

ქალაქ ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა, რომელმაც განათლების, სარწმუნოებისა და კულტურის საკითხები გააერთიანა. ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებში სამშობლოს სიყვარულის, ისტორიული მეხსიერებისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებაზე.

სამუშაო ვიზიტისა და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სკოლას ეწვივნენ ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩების“ დამფუძნებელი მაკა ცაბუტაშვილი, ორგანიზაციის წევრი ნინო შონია, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ქუჯის“ დამფუძნებელი ნანა კვაშილავა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია.

ღონისძიება სამ ძირითად თემას მოიცავდა: „აფხაზეთი საქართველოა“, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე, აგრეთვე „შემოდგომის ფერები“, რომელიც შემოქმედებას, ტრადიციებსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას მიეძღვნა.

ამ თემაზე ზუგდიდის №11 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის გაცნობისკენ მიმართული პროექტი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას თემატური მასალები წარუდგინეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს, მათ შორის — აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციები. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები იყვნენ სკოლის დირექტორი ლამზირა შონია და მაია დარასელია.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თორამ“, რომელმაც ქორეოგრაფ მათე მიქავას ხელმძღვანელობით ქართული და აფხაზური ცეკვები წარმოადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირი, მღვდელი ლევან ბიგვავა, მოწვეული სტუმრები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები. შეხვედრის დასასრულს მამა ლევანმა დამსწრე საზოგადოება დალოცა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებები უსურვა და მათთვის უფლის მფარველობა გამოითხოვა.

გიორგი ფიფიამ სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და პროფესიული ერთგულებისთვის, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

სკოლის დირექტორმა ლამზირა შონიამ და გიორგი ფიფიამ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამომავლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ