ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილე მიულოცა

დღეს 17:34
12
ქუთაისისა და გაენათის მიტოპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთაისისა და გაენათის მიტოპოლიტი იოანე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საიუბილეო მილოცვაში ეპარქიისადმი მღვდელმთავრის მზრუნველობა, სიყვარული და სიბრძნე აღინიშნა.

ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ხორციელად შობის დღე და 80 წლის იუბილე მიულოცა.

მისალოც წერილში ეპარქიამ მადლიერება გამოხატა უფლისადმი და ხაზი გაუსვა მღვდელმთავრის მზრუნველობასა და გულისხმიერებას.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

„მადლობას ვწირავთ უფლის მრავალმოწყალე განგებულებას, რომ დაგადგინათ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, რომელსაც მართავთ უდიდესი მზრუნველობით, სიყვარულით, სიბრძნითა და გულისხმიერებით“, — აღნიშნულია მილოცვაში.

ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს სიყვარული, ერთგულება და პატივისცემა დაუდასტურა და მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვა.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 

მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ