ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს 80 წლის იუბილე მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში ეპარქიისადმი მღვდელმთავრის მზრუნველობა, სიყვარული და სიბრძნე აღინიშნა.
ქუთაისისა და გაენათის ეპარქიამ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ხორციელად შობის დღე და 80 წლის იუბილე მიულოცა.
მისალოც წერილში ეპარქიამ მადლიერება გამოხატა უფლისადმი და ხაზი გაუსვა მღვდელმთავრის მზრუნველობასა და გულისხმიერებას.
„მადლობას ვწირავთ უფლის მრავალმოწყალე განგებულებას, რომ დაგადგინათ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში, რომელსაც მართავთ უდიდესი მზრუნველობით, სიყვარულით, სიბრძნითა და გულისხმიერებით“, — აღნიშნულია მილოცვაში.
ეპარქიამ მიტროპოლიტ იოანეს სიყვარული, ერთგულება და პატივისცემა დაუდასტურა და მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვა.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა,
მიტროპოლიტი იოანე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
