ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2824
გუშინ 16:35
8
ბათუმის ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბათუმის ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ფოტო: ეპარქიის გვერდი

წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში 2021 წლის 8 ოქტომბრის ტრაგედიისას დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან ხუთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან ერთად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში პანაშვიდს დაესწრო.

შეგახსენებთ, 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე №13-ში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი (მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი) დაიღუპა.

ამ თემაზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მშენებარე ცენტრი „ბეთლემი“ მოინახულა
11 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სოციალური და საგანმანათლებლო სივრცე სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების მქონე ადამიანებს მოემსახურება.

დაღუპულთა სულების მოსახსენებელ მსახურებას მათი ოჯახის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტაძარში შეკრებილებმა ტრაგედიისას დაღუპულები ერთობლივი ლოცვით მოიხსენიეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ