106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმ. თომას ტაძრის ეზოში კვიპაროსები დარგეს

2824
გუშინ 20:23
4
წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრის ეზოში კვიპაროსები დარგეს. ფოტო: ერთსულოვნება, სქრინშოტი წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრის ეზოში კვიპაროსები დარგეს. ფოტო: ერთსულოვნება, სქრინშოტი

გამწვანების ღონისძიებაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბის წევრები, დეკანოზი თეოდორე ფარნაშვილი და საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ მონაწილეობდნენ.

თბილისის 106-ე საჯარო სკოლის „ღირებულებითი განათლების“ კლუბის მოსწავლეებმა, კლუბის ხელმძღვანელთან, დეკანოზ თეოდორე ფარნაშვილთან ერთად, სამგორის რაიონში მდებარე წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრის ეზოში კვიპაროსები დარგეს. გამწვანების ღონისძიება საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოსთან“ თანამშრომლობით განხორციელდა.

მოსწავლეები ტაძრის ეზოს გამწვანებაში უშუალოდ ჩაერთნენ. მსგავსი საქმიანობა ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის, პასუხისმგებლობისა და ერთობლივი შრომის მნიშვნელობის გააზრებას უწყობს ხელს.

ამ თემაზე „თბილისობა 2026“-ის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე ღონისძიება გაიმართა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევითა და მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით, ღონისძიებაში საქართველოს საპატრიარქოს სამრევლო სკოლები და თვითშემოქმედი ანსამბლები მონაწილეობდნენ.

პროექტი „ღირებულებითი განათლება“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.

პროექტი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ეტაპზე „ღირებულებითი განათლების“ კლუბები 430 საჯარო სკოლაშია შექმნილი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში „ღირებულებითი განათლების“ კლუბი ჩამოყალიბდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ