აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეამ ჟესტური ენის ლექსიკონი დაამტკიცა

2824
გუშინ 20:32
5
აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეა. ფოტო: The Assembly of Canonical Orthodox Bishops of the United States of America აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეა. ფოტო: The Assembly of Canonical Orthodox Bishops of the United States of America

პიტსბურგში გამართულ XV შეკრებაზე იერარქებმა საღვთისმეტყველო განათლებაზე, საერთომართლმადიდებლურ თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიანი დასრულების აუცილებლობაზე იმსჯელეს.

2026 წლის 3–6 ოქტომბერს, პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში, ამერიკის შეერთებული შტატების კანონიკურ მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის რიგით მე-15 შეკრება გაიმართა.

შეხვედრის პროგრამა 3 ოქტომბერს წმინდა გიორგის ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიაში მწუხრის მსახურებით დაიწყო, ხოლო 4 ოქტომბერს წმინდა ნიკოლოზის ბერძნულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში ერთობლივი საღმრთო ლიტურგიით გაგრძელდა.

ასამბლეის მთავარი განსახილველი საკითხი საერთო კატეხიზმოს მომზადება იყო. იერარქებმა საღვთისმეტყველო განათლების კომიტეტის მიერ შესრულებული სამუშაო განიხილეს და კვლავ დაადასტურეს მისთვის მინიჭებული მანდატი — მოემზადებინა კლასიკური ტიპის საკატეხიზმო ტექსტი.

ასამბლეის თავმჯდომარემ, მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კატეხიზაცია უნდა ეფუძნებოდეს მოციქულთა და ეკლესიის მამათა რწმენას, რომელიც ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოშია გამოხატული. მან სარწმუნოების სწავლებისას ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელობაც გამოკვეთა.

ამ თემაზე აშშ-ის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის მე-15 შეკრება დასრულდა
მღვდელთმთავრებმა ამერიკული ჟესტური ენის ლექსიკონი დაამტკიცეს და ერთიანი კატეხიზმოს შემუშავებაზე მუშაობა განაგრძეს.

კატეხიზაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაში ასამბლეის სხვადასხვა კომიტეტი და ახლად შექმნილი სამუშაო ჯგუფები ჩაერთვებიან. ინიციატივამ შეკრებაზე დამსწრე ყველა იერარქის მხარდაჭერა მიიღო.

შეხვედრაზე ასევე დამტკიცდა მართლმადიდებელი ქრისტიანული ტერმინოლოგიის ამერიკული ჟესტური ენის ლექსიკონი. პროექტი ასამბლეას შესაბამისი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა წარუდგინეს. მისი მიზანი სმენის არმქონე ადამიანებისთვის მართლმადიდებლური სწავლებისა და საეკლესიო ტერმინოლოგიის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

იერარქებმა კვლავ გამოხატეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლიანი დასრულების შესახებ. მათ კონფლიქტებში ჩართულ მთავრობებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ადამიანთა ტანჯვის დასრულებისკენ მოუწოდეს.

ასამბლეის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს იმ საფრთხეების გამო, რომელთა წინაშეც მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნულ რეგიონებში დგანან. მათ სამწყსოს მოუწოდეს, ქველმოქმედებით დახმარებოდნენ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, მათ შორის „საერთაშორისო მართლმადიდებლურ ქრისტიანულ საქველმოქმედო ორგანიზაციას“ — IOCC-ს.

შეკრებაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენაც. იერარქებმა აღნიშნეს, რომ საკითხი შემდგომ განსჯასა და განხილვას მოითხოვს. ამ თემას 2027 წლის კონფერენციაზე მართლმადიდებელ ქრისტიან ექიმთა, ფსიქოლოგთა და რელიგიის სპეციალისტთა ასოციაციაც — OCAMPR — შეისწავლის.

კრეტაზე გამართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების ათი წლისთავთან დაკავშირებით, ასამბლეის წევრებმა საერთომართლმადიდებლური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მათ დედა ეკლესიებს მიმართეს, ხელი შეეწყოთ შეერთებულ შტატებში ყველა მართლმადიდებელი იერარქის აქტიური თანამშრომლობისთვის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უმასპინძლა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ