ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო

2824
10:21
5
ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარიაში სასწავლო წელი დაიწყო

ავტორიზებულ სასწავლებელში სწავლა უფასოა, ხოლო კურსდამთავრებულებს თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭებათ.

ბათუმის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლებელი სტუდენტებს ქრისტიანული ღვთისმეტყველების სხვადასხვა დარგის საფუძვლიან შესწავლასა და სულიერ-საგანმანათლებლო გარემოში ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას სთავაზობს.

სასწავლო პროგრამა საღვთისმეტყველო დისციპლინებთან ერთად მოიცავს ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას, ფილოსოფიასა და აკადემიურ წერას.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანე მოინახულა
მეუფემ სავანის ბინადრები დალოცა და ხელმძღვანელობასა და პერსონალს მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სემინარიის ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია საღვთისმეტყველო, ისტორიული, ფილოსოფიური და სხვა მიმართულების მდიდარი ლიტერატურა. საბიბლიოთეკო რესურსები ხელს უწყობს როგორც სასწავლო პროცესს, ისე სტუდენტების კვლევით საქმიანობას.

სემინარიაში სწავლა უფასოა. სასწავლებელს გავლილი აქვს ავტორიზაცია და პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ენიჭებათ.

სემინარიის საგანმანათლებლო საქმიანობა ცოდნის გაღრმავებასთან ერთად სტუდენტების სულიერ აღზრდასა და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას ემსახურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ