მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა

2824
22 ივლისი 17:58
31
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. ფოტო: ეპარქიის გვერდი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. ფოტო: ეპარქიის გვერდი

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ესწრებოდნენ.

2026 წლის 21 ივლისს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სტუმრებს წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს გიმნაზიის განვითარების პრიორიტეტები, სასწავლო პროცესის გაძლიერების მიმართულებები და ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობა განათლებისა და ახალგაზრდების ღირებულებითი აღზრდის საქმეში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ კურსდამთავრებულები ოქროს მედლით დააჯილდოვა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ