რუსეთში ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

2824
გუშინ 16:54
8
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: ინტერპრესნიუსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: ინტერპრესნიუსი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ტაძრის რეაბილიტაციის საკითხზე მხარეებს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია.

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში ქართველი სპეციალისტების შესაძლო მონაწილეობა განიხილება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ტაძრის რეაბილიტაციის საკითხზე მხარეებს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია და მოიაზრება რუსეთში ქართველი მეცნიერების გამგზავრებაც. ამ ეტაპზე ტაძრის სახელწოდება, ზუსტი ადგილმდებარეობა და სამუშაოების დეტალები არ დასახელებულა.

ამ თემაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შეხვედრა მტკივნეული საკითხების მოგვარების იმედია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტისა და შეხვედრის მთავარი საკითხების შესახებ ისაუბრა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა, რომ ტაძარი მოსკოვში არ მდებარეობს. მისივე თქმით, პროცესი საწყის ეტაპზეა და თავად აღნიშნულ ჯგუფში ჩართული არ არის. სამუშაოების დაწყებისა და ჯგუფის გამგზავრების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა რეაბილიტაციაში მეცნიერების მონაწილეობის მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იყოს სამეცნიერო ნაწილი“, — აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ