მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა მატათა მოციქულის სახელობის კომპლექსი მოინახულა

2824
გუშინ 18:40
11
მიხეილ ყაველაშვილი და მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: 1 tv.ge მიხეილ ყაველაშვილი და მიტროპოლიტი დიმიტრი. ფოტო: 1 tv.ge

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სტუმრებს კომპლექსის საგანმანათლებლო და სამონასტრო სივრცეები, მიმდინარე პროექტები და განვითარების გეგმები გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი მოინახულეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიზიტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მისი მეუღლეც მონაწილეობდნენ. სტუმრებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უმასპინძლა და კომპლექსის ინფრასტრუქტურა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო.

ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა ოჯახის სიწმინდის დღეს
როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ კომპლექსის ბაზაზე მოქმედი წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაც დაათვალიერეს. სასწავლებელი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 120-მდე მოსწავლეს აერთიანებს.

სტუმრებმა გიმნაზიის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სივრცეები, მათ შორის კინოთეატრი და მოზაიკის სახელოსნო მოინახულეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სასწავლებელში აკადემიურ განათლებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მოზარდთა სულიერ აღზრდასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ეთმობა.

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის საეკლესიო კომპლექსი საგანმანათლებლო და სამონასტრო სივრცეებს აერთიანებს და ახალგაზრდა თაობის სულიერ, ინტელექტუალურ და შემოქმედებით აღზრდას ემსახურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს პრეზიდენტი მილოცვის წერილს აქვეყნებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ