ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ათენის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა

2824
08:32
6
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოს ეკლესიის ისტორიის 1811–1917 წლების პერიოდზე მომზადებულმა ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო — მღვდელთმთავარს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

2026 წლის 6 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე სადოქტორო დისერტაცია წარჩინებით დაიცვა.

პროფესორ კონსტანტინე მანიკასის ხელმძღვანელობით მომზადებული ნაშრომის თემა იყო „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეგზარქოსო (1811–1917)“.

ამ თემაზე ფოთში საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევიდან 120 წლის იუბილე აღინიშნა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ფოთისა და ხობის ეპარქიაში საზეიმო წირვაში მიიღო მონაწილეობა.

დისერტაციაში განხილულმა საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვანმა პერიოდმა კომისიის წევრთა დიდი ინტერესი გამოიწვია. დაცვის მსვლელობისას პროფესორებმა მღვდელთმთავარს კითხვები დაუსვეს და ნაშრომში წარმოდგენილი საკითხების შესახებ დისკუსია გაიმართა.

ათენის უნივერსიტეტის პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ბერძნულ ენაზე შექმნილ ნაშრომებს შორის ეპისკოპოს მელქისედეკის კვლევა პირველია, რომელიც აღნიშნულ პერიოდს ამგვარი სიღრმითა და ყურადღებით განიხილავს. მათი შეფასებით, დისერტაცია მკითხველისთვის გასაგები ენით განმარტავს საქართველოს ეკლესიის ისტორიის იმ დეტალებს, რომლებიც მანამდე ბუნდოვანი იყო.

სადოქტორო დისერტაციის დაცვა წარმატებით დასრულდა. ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო, ხოლო ეპისკოპოს მელქისედეკს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ნინოობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ