ლატალში წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღე საზეიმოდ აღინიშნა
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა იენაშის უძველეს ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა და ფარჯიანების გვარი დალოცა.
5 ოქტომბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ლატალის თემის სოფელ იენაშში, წმინდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელთმთავარმა ფარჯიანების გვარი დალოცა.
წმინდა იონა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ერთად შეიკრიბა და სოფლის ტრადიციული დღესასწაული აღნიშნა.
იენაშში მდებარე წმინდა იონა წინასწარმეტყველის სახელობის უძველესი ტაძარი X–XI საუკუნეებით თარიღდება. წმინდანის ხსენების დღე ადგილობრივებისთვის სოფლის დღესასწაულად არის დამკვიდრებული და სარწმუნოებასთან ერთად თემის ისტორიულ მემკვიდრეობასა და ერთობას უკავშირდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე განმარტებას ავრცელებს.
