წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სამრევლოში ევროპული ენების დღე აღინიშნა

2824
10:50
11
წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია

სასკოლო პროექტის „მრავალფეროვნება გვაერთიანებს“ ფარგლებში, მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით, წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სამრევლოში გერმანული ენის მასწავლებელმა ლელა ციბაძემ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი შეხვედრა ჩაატარა. აქტივობა სასკოლო პროექტს — „მრავალფეროვნება გვაერთიანებს“ — ეხმიანებოდა.

ამ თემაზე საქართველოდან ამერიკაში სიწმინდეებს ჩააბრძანებენ
9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატსა და წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატს ჩააბრძანებს.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ევროპული ენების დღის მნიშვნელობას და ისაუბრეს უცხოური ენების შესწავლისა და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების როლზე. მრავალფეროვანი ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცათ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა უცხოური ენებისადმი ინტერესის გაღვივებას, მოსწავლეთა საკომუნიკაციო და თანამშრომლობითი უნარების განვითარებასა და ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების დაფასებას.

აქტივობას ხარისხის მართვის მენეჯერი ფ. ცერცვაძე ესწრებოდა. მან დადებითად შეაფასა მოსწავლეთა ჩართულობა და წარმატებები უსურვა როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგს.

ევროპული ენების დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და ენების შესწავლის ხელშეწყობასა და კულტურათაშორისი ურთიერთგაგების გაღრმავებას ემსახურება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთში წმინდა გაბრიელ აღმსარებლის სახელობის ახალი ტაძარი შენდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ