11 ოქტომბერს „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ბაგრატის ტაძარში მიაბრძანებენ

2824
19:14
11
ბაგრატის ტაძარი. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ფოტო: ღია წყარო ბაგრატის ტაძარი. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. ფოტო: ღია წყარო

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე საღმრთო ლიტურგიასა და სამშვიდობო პარაკლისს აღასრულებს.

11 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ქუთაისის მფარველ „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაგრატის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ტაძარში საღმრთო ლიტურგიასა და სამშვიდობო პარაკლისს მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.

ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში 16:00 საათამდე იქნება დაბრძანებული. ამ დროის განმავლობაში მომლოცველებს სიწმინდესთან მიახლებისა და მის წინაშე ლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთაისში ქართული საეკლესიო და ხალხური მუსიკის კონცერტი ჩატარდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ