ბათუმის სასულიერო სემინარიაში მედავითნეობის შემსწავლელი კურსი გაიხსნება
სწავლება 14 ოქტომბერს დაიწყება — ლექციები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და პარასკევს, 19:00 საათზე ჩატარდება.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, ლიტურგიკული ცხოვრების განვითარებისა და მედავითნეობის შესწავლის მიმართ მორწმუნე საზოგადოების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მედავითნეობის შემსწავლელი კურსი კვლავ გაიხსნება.
კურსი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიაში 14 ოქტომბერს, ოთხშაბათს, დაიწყებს მუშაობას. მეცადინეობები კვირაში ორჯერ — ოთხშაბათსა და პარასკევს, საღამოს 19:00 საათზე გაიმართება.
საღამოს საათებში სწავლების დანიშვნის მიზანია, მედავითნეობის შესწავლით დაინტერესებულ მსურველებს სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.
კურსს დიაკონი ზოსიმე ასამბაძე წარუძღვება. სემინარია მედავითნეობის შესწავლის მსურველებს მისამართზე: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №49, ელოდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კურსის ხელმძღვანელს ნომერზე:571 215 863.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.
