ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდში
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ფიფიამ, უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. დაიგეგმა ერთობლივი ინიციატივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.
ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არაფორმალური და ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის, მართლმადიდებლური სარწმუნოების, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ღირებულებების გაცნობასა და გააზრებას.
საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში სკოლებში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები:
„ანდრია პირველწოდებულის შემობრძანება საქართველოში“
„ეკლესიის ისტორია და კულტურა“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი.
როგორც ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ აღნიშნა, მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების მიზანია ისტორიული ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ეროვნულ განვითარებას.
შეხვედრის დასასრულს გიორგი ფიფიამ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სტუმრებმა, თავის მხრივ, ცენტრს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი მადლობას გამოხატავს დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების მიმართ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი ფერისცვალების დღესასწაულზე სამთავროს მონასტერში აღავლენს წირვას.