სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა

2824
27 ივნისი 19:59
17
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე. ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე. ფოტო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, რიმნიკის მთავარეპისკოპოსი ბარსანუფი და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე უძღვებოდნენ.

26 ივნისს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში საზეიმო საღვთო ლიტურგია გაიმართა.

ღვთისმსახურებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

საზეიმო წირვა სოფელ უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლინეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სასულიერო პირებთან ერთად.

წმინდა ანთიმოზ ივერიელი საქართველოსა და რუმინეთის ეკლესიების ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო მოღვაწეა. იგი წარმოშობით დღევანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან იყო, ხოლო რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღე ყოველწლიურად განსაკუთრებული პატივით აღინიშნება როგორც საქართველოში, ისე რუმინეთში.

ადრე მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ 26 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელს მოიხსენიებს.

სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა - სურათი 1
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ