შიო III-მ დეკანოზი ლევან ალადაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა

გუშინ 14:37
27
შიო III-მ დეკანოზი ლევან ალადაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი შიო III-მ დეკანოზი ლევან ალადაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

დაჯილდოება 21 ნოემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღვლენილი სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა.

ამა წლის 21 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში (უზნაძის ქუჩაზე) სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ალადაშვილი, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

აღნიშნული ჯილდო სასულიერო პირის მსახურების აღიარებისა და დაფასების გამოხატულებაა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ შიო III-ის ნათლულებს კიდევ 710 ბავშვი შეემატა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ