ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება.
23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
სხვადასხვა კუთხეში გიორგობა ხალხური სახელწოდებებითაც იმართებოდა,
მაგალითად: ალავერდობა და თეთრი გიორგობა კახეთში, ილორობა სამეგრელოში, გერისთობა და ატოცობა ქართლში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: გოგნის „კარუგდებელი“ უნიკალური სალოცავი იმერეთში.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
