ეკლესია მთავარანგელოზობას — უხორცოთა ზეცისა ძალთა კრებას აღნიშნავს

გუშინ 11:17
96
ართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს ართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

ეკლესია ადიდებს უხორცო ძალთა მხედართმთავარს — მიქაელსა და სხვა მთავარანგელოზებს: გაბრიელს, რაფაელს, ურიელს, სელაფიელს, იეგუდიელს, ვარახიელსა და იერომიელს.

დღეს, 21 ნოემბერს (ძვ. სტ. 8 ნოემბერს), მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას — წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრებას აღნიშნავს.

ამ დღეს განსაკუთრებული საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრებში, მათ შორის ჯუმათის, ერკეთის, მენჯის, ქუთაისის მწვანეყვავილას, დიმისა და ალგეთის ეკლესიებში.

დღესასწაული, საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, ძველი წელთაღრიცხვით მარტიდან მეცხრე თვეს (ნოემბერში) აღინიშნება, რაც ანგელოზთა ცხრა დასის სიმბოლოა, ხოლო ძველი სტილით 8 რიცხვი მერვე დღეზე — უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროზე მიანიშნებს.

ქრისტიანული სწავლებით, უხორცო ძალები სამ იერარქიად და ცხრა დასად იყოფიან:

  • უმაღლესი იერარქია: სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი.
  • საშუალო იერარქია: უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი.
  • უმდაბლესი იერარქია: საწყისნი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეებს, ტროფიმეს, საბატისა და დორიმედონტს, მოიხსენიებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ